თბილისის ორ ქუჩაზე მოძრაობა 4 თვით იზღუდება - ნახეთ, დეტალები
1747828387
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოსმოსური თავდაცვის ახალი სისტემის, „ოქროს გუმბათის“ არქიტექტურა წარადგინა.
ახალი სისტემა, რომელსაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელოვნების ნიმუში უწოდა, ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, ტრამპის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე შევა. პროექტი ჯამური ღირებულება 175 მილიარდ დოლარს შეადგენს.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ოფიციალურად ავირჩიეთ თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის არქიტექტურა, რომელიც ხელოვნების ნიმუში იქნება. ახალი თაობის ტექნოლოგიები მოიცავს ხმელეთს, ზღვასა და კოსმოსს. კანადასაც სურს პროექტში მონაწილეობის მიღება და „ოქროს გუმბათის“ ქოლგის ქვეშ ყოფნა. ასე რომ მათთან ვილაპარაკებთ. მოხდება ამ პროექტის ინტეგრირება ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობებთან. საუბარია 175 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტზე, რომელიც მზად იქნება ექსპლუატაციისთვის ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე“, - თქვა ტრამპმა.