„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1755460048
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინას „ევროპასა და რუსეთს შორის ბუფერული ზონა“ უწოდა.
Fox News-თან ინტერვიუში მან ასევე კიდევ ერთხელ ახსენა „350 მილიარდი დოლარი“, რომელიც, მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გადასცა.
ტრამპის განცხადებით, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მიეცემა, თუმცა ეს ნამდვილად არ იქნება ნატო. მისი თქმით, უკრაინა ყოველთვის იყო „რაღაც ბუფერი რუსეთსა და დანარჩენ ევროპას შორის“.
„ეს არ შეიძლება იყოს ნატო... რუსეთი რომ ყოფილიყავით, ვინ ისურვებდა, რომ მტერი, მოწინააღმდეგე საკუთარ საზღვარზე გყავდეს? ამას არ გააკეთებ. ყოველთვის მიიჩნეოდა, რომ უკრაინა იყო ერთგვარი ბუფერი რუსეთსა და დანარჩენ ევროპას შორის. და ეს იყო დიდი და ფართო ბუფერი. ყველაფერი კარგად მუშაობდა, ვიდრე ბაიდენი არ ჩაერია“, - განაცხადა ტრამპმა.