რა დეტალები ხდება ცნობილი გორში მომხდარ მკვლელობაზე - ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს
1745825097
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისგან სასარგებლო წიაღისეულის გამოყენების შესახებ შეთანხმების სასწრაფოდ ხელმოწერა მოითხოვა. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერს.
ტრამპის თქმით, უკრაინამ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით „ხელი არ მოაწერა საბოლოო დოკუმენტებს აშშ-თან იშვიათი მიწების შესახებ მეტად მნიშვნელოვან შეთანხმებაზე“.
„დაყოვნება, სულ მცირე, სამი კვირაა. იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება დაუყოვნებლივ იქნება ხელმოწერილი“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.
ამავდროულად, ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის „სამშვიდობო შეთანხმებაზე“ მუშაობა „შეუფერხებლად მიმდინარეობს“ და მისი აზრით, წარმატება „არც ისე შორსაა“.
შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს უკრაინამ და აშშ-მა ხელი მოაწერეს განზრახვათა მემორანდუმს „ეკონომიკური პარტნიორობისა და აღდგენის საინვესტიციო ფონდის შესახებ ოფიციალური შეთანხმების დასრულების თაობაზე“.