ტემპერატურა 41 გრადუსამდე მოიმატებს... - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1753613264
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს ერთმანეთს შოტლანდიაში შეხვდებიან. ლიდერები სავაჭრო შეთანხმების მიღწევაზე იმუშავებენ.
შოტლანდიაში გამგზავრებამდე თეთრი სახლის ლიდერმა შეთანხმების მიღწევის შანსები შეაფასა როგორც „საკმაოდ კარგი“.
„ვიტყოდი, რომ ევროკავშირთან შეთანხმების მიღწევის შანსი 50:50-ზეა“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
12 ივლისს ტრამპმა გამოაცხადა, რომ 1 აგვისტოდან ევროკავშირიდან ექსპორტირებულ საქონელზე 30%-იან ტარიფს დააწესებს. თავისი გადაწყვეტილება მან ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის „ერთ-ერთ ყველაზე სერიოზული სავაჭრო დეფიციტით“ ახსნა.