ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა ვიდეომიმართვას ავრცელებს
1755199255
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ პუტინთან შეხვედრა კარგად არ დასრულდება, შესაძლოა, პრესკონფერენცია მარტომ გამართოს.
„მე პრესკონფერენციას გავმართავ. არ ვიცი, ერთობლივი იქნება თუ არა. ჩვენ ამის შესახებ არც კი გვისაუბრია. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ერთობლივ პრესკონფერენციას ჩავატარებთ და შემდეგ კი ცალ-ცალკე. ასე რომ, ან ერთობლივი პრესკონფერენცია გვექნება ან თუ შეხვედრა კარგად არ დასრულდება, უბრალოდ, მარტო გავმართავ პრესკონფერენციას და წავალ, ვაშინგტონში დავბრუნდები“,- განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ შეხვედრა უარყოფითი იქნება, პრესკონფერენციაზე განაცხადებს, რომ „ომი გაგრძელდება“.
ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, პუტინი შეთანხმების დადებას აპირებს.
„მე მჯერა, რომ ახლა ის დარწმუნებულია, რომ შეთანხმებას მიაღწევს. ვფიქრობ, ის შეთანხმებას მიაღწევს. ვფიქრობ, რომ ის ამას გააკეთებს. ჩვენ ამას ძალიან მალე გავიგებთ”,- განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, ხვალ, ალიასკაზე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეხვედრას გამართავენ.