„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
თეთრ სახლში კანადის პრემიერ-მინისტრთან დაგეგმილ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კანადისგან არაფერი სჭირდება მეგობრობის გარდა, კანადას კი აშშ-სგან ყველაფერი სჭირდება.
როგორც ტრამპი თავის სოციალურ ქსელში წერს, ამერიკა ყოველწლიურად 200 მილიარდი დოლარით სუბსიდირებას უწევს კანადას და უზრუნველყოფს მის სამხედრო დაცვას, რაც მისთვის გაუგებარია.
„მოუთმენლად ველოდები კანადის ახალ პრემიერ-მინისტრთან, მარკ კარნისთან შეხვედრას. მე ძალიან მინდა მასთან მუშაობა, თუმცა ვერ ვიგებ ერთ მარტივ სიმართლეს, რატომ ასუბსიდირებს ამერიკა კანადას 200 მილიარდი დოლარით ყოველწლიურად უფასო სამხედრო დაცვის უზრუნველყოფასთან და სხვა მრავალთან ერთად? ჩვენ არ გვჭირდება მათი მანქანები, მათი ენერგია, მათი ხის მასალა, ჩვენ არ გვჭირდება არაფერი, რაც მათ აქვთ, გარდა მათი მეგობრობისა, რომელსაც, იმედია, ჩვენ ყოველთვის შევინარჩუნებთ. მათ კი ჩვენგან ყველაფერი სჭირდებათ. პრემიერ-მინისტრი მალე მეწვევა და ეს, სავარაუდოდ, ჩემი ერთადერთი კითხვა იქნება შედეგების შესახებ“, – წერს ტრამპი.
ეს მარკ კარნის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც აპრილის ბოლოს მისმა „ლიბერალურმა პარტიამ“ კანადის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. როგორც კარნიმ განაცხადა, ის ამერიკელ კოლეგასთან რთულ, თუმცა კონსტრუქციულ დიალოგს ელოდება.
აშშ-ში გამგზავრებამდე კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები შეეხება სავაჭრო საკითხებს და თანამშრომლობას ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში. როგორც კარნიმ აღნიშნა, მისი მთავრობა იბრძოლებს, რომ კანადისთვის საუკეთესო გარიგება დადოს.