1696234801
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-მა შესაძლოა, კვლავ დააწესოს ორმხრივი ტარიფები ზოგიერთ ქვეყანაზე

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, კვლავ დააწესოს ორმხრივი ტარიფები ზოგიერთ ქვეყანაზე. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ტრამპის თქმით, მსგავსი ტარიფების დაწესება შესაძლოა, ორ-სამ კვირაში მოხდეს.
„საბოლოოდ, ვფიქრობ, მოხდება ის, რომ გვექნება შესანიშნავი გარიგებები. სხვათა შორის, თუ არ გვაქვს შეთანხმება კომპანიასთან ან ქვეყანასთან, ჩვენ დავაწესებთ ტარიფებს“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, 2 აპრილს დონალდ ტრამპმა მსოფლიოს ქვეყნებს დაუწესა საპასუხო საბაჟო გადასახადები. მინიმალური ტარიფი 10 პროცენტს შეადგენდა, ხოლო მაქსიმალური 50 პროცენტს უახლოვდებოდა.