თეთრი სახლის სპიკერი: აშშ-სა და უკრაინას შორის ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა მოწმობს, რომ დონალდ ტრამპი გარიგებების მთავარი დამდებია

კეროლაინ ლევითი

თეთრი სახლის სპიკერმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა მოწმობს, რომ დონალდ ტრამპი გარიგებების მთავარი დამდებია.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, თუ რატომ არის პრეზიდენტი ტრამპი გარიგებების მთავარი დამდები. ჩვენ მივაღწიეთ ისტორიულ შეთანხმებას აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდის დაფუძნების შესახებ“, - აღნიშნა თეთრი სახლის სპიკერმა.

„ეს არის პირველი ასეთი ტიპის ეკონომიკური პარტნიორობა უკრაინის აღდგენისა და გრძელვადიანი ეკონომიკური წარმატებისთვის, რომლითაც ორივე მხარე დიდ სარგებელს მიიღებს“, - განაცხადა კაროლინ ლევიტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ ამ შეთანხმებით უზრუნველყოფს „თავისუფალ, მშვიდობიან და სუვერენულ მომავალს უკრაინისთვის“.