ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
თეთრი სახლი დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის შერიგებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ანონიმური წყაროების თანახმად, ტრამპისა და მასკის შერიგების მიზნით, თეთრი სახლი დღეს მათ სატელეფონო საუბარს გეგმავს.
„პოლიტიკოსთან“ სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა მასკთან კამათზე კითხვისას აღნიშნა,რომ ყველაფერი რიგზეა.
„ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, უკეთესი ვერ იქნებოდა“, – აღნიშნა ტრამპმა.
რაც შეეხება მასკის კომენტარს, რომ ტრამპი არჩევნებს მისი დახმარების გარეშე ვერ მოიგებდა, ამაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი რეიტინგი იმაზე მაღალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
ცნობისთვის, გუშინ საღამოს ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მილიარდერ ილონ მაკს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა, მას შემდეგ, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ მასკის დახმარების გარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებდა.