ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის
1756723020
მარსელის ცენტრში დანით შეიარაღებულმა პირმა ხუთი ადამიანი დაჭრა. თავდამსხმელი პოლიციამ გაანეიტრალა.
თავდასხმა ქალაქის ცენტრალურ რაიონში მოხდა.
თავდამსხმელი სასტუმროდან თანხის გადაუხდელობის გამო გაუშვეს, რის შემდეგაც ის სასტუმროს წინ მდებარე რესტორანში გაიქცა და ადამიანებს დანით დაესხა თავს. პოლიციამ ის ადგილზე გაანეიტრალა.
დაშავებულია სასტუმროს მენეჯერი, მისი შვილი და ერთი სტუმარი. ასევე ორი ადამიანი, რომლებიც რესტორანში იმყოფებოდნენ. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო დანარჩენი ოთხი მძიმედ დაშავდა.
პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი ტუნისის მოქალაქე იყო, რომელიც საფრანგეთში ლეგალურად იმყოფებოდა.