მძიმე ავარია მარნეულში - არიან დაშავებულები
1759954119
ხვალ ვლადიმერ პუტინისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა გაიმართება, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კრემლის წარმომადგენლის თქმით, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და ილჰამ ალიევი ხვალ, 9 ოქტომბერს, ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში შეხვდებიან.
პესკოვმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მთავარი საკითხი ორმხრივი ურთიერთობები იქნება. მისივე თქმით, თავად შეხვედრის ორგანიზების ფაქტი აჩვენებს ორი ლიდერის სურვილს, განიხილონ აქტუალური საკითხები.
„მიუხედავად იმისა, რომ არ შემიძლია აზერბაიჯანული მხარის სახელით საუბარი, რუსეთი კონსტრუქციული და პოზიტიური დიალოგის ერთგულია”,- აღნიშნა პესკოვმა.