ტაილანდსა და კამბოჯას შორის სამხედრო დაპირისპირების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

სამხედრო დაპირისპირების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

ტაილანდსა და კამბოჯას შორის სამხედრო დაპირისპირების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც ტაილანდის მთავრობა აცხადებს, ორ ქვეყანას შორის საზღვრის სადავო ნაწილზე სამხედრო დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანია მოკლული. მათი ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. ტაილანდიის არმიის ცნობით, არიან დაშავებულებიც. კამბოჯაში ჯერ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

„ბიბისის“ ცნობით, ტაილანდსა და კამბოჯას შორის საზღვრის სადავო მონაკვეთზე დაპირისპირება 24 ივლისს დაიწყო. ორივე მხარემ გამოიყენა სხვადასხვა ტიპის შეიარაღება. მათ შორის არტილერია და ავიაცია.

ტაილანდმა დროებითი ჩაკეტა კამბოჯასთან საზღვარი, ხოლო კამბოჯში მთავრობამ ტაილანდთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა.

ორივე მხარემ მოუწოდეს მოქალაქეებს დატოვო საზღვრისპირა რეგიონები. ტაილანდის ხელისუფლების ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 40 000 ადამიანი. მხარეები მრავალწლიანი კონფლიქტის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.