თბილისში, ბინაში მცხოვრებმა, კარადაში გველი ნახა
1781293794
სუდანში დაპირისპირებული მხარეები 72 საათით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, სუდანის შეიარაღებულმა ძალებმა და გასამხედროებულმა „სწრაფი მხარდაჭერის ძალებმა“ ცეცხლი 25 აპრილის დილის საათებიდან დროებით შეწყვიტეს.
პარალელურად, გაერო სუდანში მხარეებს დაპირისპირების დასრულებისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს. გენერალური მდივნის განმარტებით, სუდანში მიმდინარე მოვლენები მთელ რეგიონზე უარყოფითად აისახება.