1747168660
სტამბოლში 15 მაისს დაგეგმილი მოლაპარაკებების დელეგაციის შემადგენლობა მაშინ გამოცხადდება, როდესაც ამის განკარგულებას პუტინი გასცემს - პესკოვი

სტამბოლში 15 მაისს დაგეგმილი მოლაპარაკებების დელეგაციის შემადგენლობა მაშინ გამოცხადდება, როდესაც ამის განკარგულებას პუტინი გასცემს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა.
„რუსეთის დელეგაცია დაელოდება უკრაინულს სტამბოლში 15 მაისს, ანუ ხვალ“, – თქვა პესკოვმა.
ცნობისთვის, სტამბოლში უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების ინიციატივით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 11 მაისს გამოვიდა. ამის შემდეგ დონალდ ტრამპმა მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტს, დათანხმდეს მოლაპარაკებების გამართვას რუსეთთან და პირადად შეხვდეს პუტინს. საპასუხოდ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სტამბოლში გაემგზავრება და პუტინს დაელოდება, ხოლო თუ რუსეთის პრეზიდენტი სტამბოლში არ ჩავა და არ დაუჭერს მხარს ცეცხლის შეწყვეტას, მაშინ ეს იქნება ფინალური ნიშანი, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს.