სროლა შვედეთში - არიან დაღუპულები

სროლა შვედეთში

შვედეთის ქალაქ უფსალაში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გადაკეტილია ქალაქის ტერიტორიის დიდი ნაწილი. პოლიციის ცნობითვე, მათ მიიღეს ზარები მოქალაქეებისგან, რომელთაც სროლის ხმა გაიგონეს.

შვედეთის პოლიციის განცხადებით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია.

დანაშაულის მოტივი და სავარაუდო დამნაშავე ჯერჯერობით უცნობია.

როგორც შვედური მედია იუწყება, თავდამსხმელი დანაშაულის ადგილიდან ელექტროსკუტერით გაიქცა.