სიცხის წითელი საფრთხის დონეა გამოცხადებული პორტუგალიის მატერიკული ნაწილის ჩრდილოეთ რეგიონებში

პორტუგალია

პორტუგალიის მატერიკული ნაწილის ჩრდილოეთ რეგიონებში სიცხის წითელი საფრთხის დონეა გამოცხადებული, ტემპერატურამ შესაძლოა 41 გრადუსამდე მოიმატოს. დასავლური მედიის თანახმად, აგვისტო, შესაძლოა, ბოლო 15-20 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი თვეც კი იყოს.

წითელი საფრთხის დონე მატერიკული პორტუგალიის ჩრდილოეთ რეგიონებში – ვიანა დო კასტელოში, ბრაგაში, პორტოში, ვილა რეალში და ბრაგანსაში გამოცხადდა.

პორტუგალიის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის ცნობით, სამქულიანი შკალით ყველაზე მაღალი, წითელი განგაშის დონე გამოწვეულია უკიდურესად მაღალი მაქსიმალური ტემპერატურის შენარჩუნებით, სანაპირო ზოლის გარდა.