„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
სირიის სამხედროებმა სუვეიდიდან გასვლა დაიწყეს. ამის შესახებ „ბიბისი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, სამხედროები ტოვებენ ქალაქს სირიის მთავრობასა და სუვეიდის რელიგიურ ლიდერებს შორის შეთანხმების ფარგლებში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მხარეებთან კონრეტულ ვითარებაზე შეთანხმდნენ, რაც სირიაში სიტუაციის დეესკალაციას გამოიწვევს.
მანამდე, 15 ივლისს სირიის სამთავრობო ძალები სუვაიდაში შევიდნენ. მათი თქმით, ისინი ადგილობრივ დრუზებსა და სუნიტ ბედუინებს შორის კონფლიქტის განმუხტვას ისახავდნენ მიზნად. დრუზებსა და სუნიტ ბედუინებს შორის შეტაკებები 13 ივლისს დაიწყო.