„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
სირიის ლიდერი აჰმედ ალ შარაა აცხადებს, რომ დრუზი მოქალაქეებისა და მათი უფლებების დაცვა სირიის პრიორიტეტია. ამის შესახებ მან სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა.
„ჩვენ არ ვართ იმათ შორის, ვისაც ომის ეშინია. ჩვენ ჩვენი ცხოვრება გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლასა და ჩვენი ხალხის დაცვაში გავატარეთ, მაგრამ ჩვენ სირიელების ინტერესები ქაოსსა და განადგურებაზე წინ დავაყენეთ“, – განაცხადა ალ შარაამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სირიელი ხალხი მზადაა, იბრძოლოს, თუ მათი ღირსება საფრთხეში აღმოჩნდება.