„საქართველოს ხმაში“ რეკორდი მოხსნილია — ვინ არის გოგონა, რომელმაც ჟიური და მაყურებელი ერთად მოხიბლა
1747130314
თავდაცვის თანამშრომლობის სფეროში ვაშინგტონის ყველაზე მასშტაბური შეთანხმება - შეერთებული შტატები საუდის არაბეთისთვის 142 მილიარდ დოლარამდე ღირებულების იარაღის პაკეტის მიყიდვას დათანხმდა.
ხელშეკრულება ერ-რიადში დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს გაფორმდა.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ტექსტში ნათქვამია, რომ შეთანხმება მოიცავს გარიგებებს ათზე მეტ ამერიკულ თავდაცვის კომპანიასთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა, საჰაერო ძალებისა და კოსმოსური სივრცის განვითარება, საზღვაო უსაფრთხოება და კომუნიკაციები.