წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
სამხრეთ კორეაში დააკავეს ქალი ახალი ზელანდიიდან, რომელიც ორი ბავშვის მკვლელობაშია ბრალდებული.
გასულ თვეში ორი გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი მიტოვებულ ჩემოდნებში უცნობმა პირებმა იპოვეს.
პოლიცია ამბობს, რომ ცხედრები ჩემოდნებში რამდენიმე წლის განმავლობაში იყო. დაღუპულები 7 და 10 წლისანი იყვნენ.

ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია არის თუ არა 42 წლის ეჭვმიტანილი გარდაცვლილი ბავშვების დედა.
ახალი ზელანდიის პოლიციამ სამხრეთ კორეელ კოლეგებს მანამდე უთხრა, რომ ბავშვების დედა შესაძლოა სამხრეთ კორეაში ცხოვრობდეს. მასზე ძებნა იყო გამოცხადებული. ახალი ზელანდია დაკავებულის ექსტრადირებას ითხოვს.