ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების ვადა 19 ნოემბერს იწურებოდა.
„მივესალმები ყველა მხარის შეთანხმებას, გააგრძელონ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა მარცვლეულის, საკვები პროდუქტების, სასუქების ექსპორტისას საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის“, – ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტიერეშის განცხადებაში.
გუტიერეშის განცხადებით, გაერო სრულად ემხრობა რუსეთიდან სურსათისა და სასუქის ექსპორტისთვის დარჩენილი დაბრკოლებების აღმოფხვრას.
კიევმა და მოსკოვმა შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას გაეროს და თურქეთის შუამავლობით 22 ივლისს მოაწერეს ხელი.