ცნობილია, გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ვინაობა
1784008972
უკრაინაში დატრიალებულ ტრაგედიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეხმიანება და უსამძიმრებს დაღუპულების ოჯახებს.
„ჩემი ღრმა მწუხარება და სამძიმარი ბროვარის საბავშვო ბაღთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკილად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს.
სულისშემძვრელი ტრაგედია უკრაინისთვის. განსაკუთრებით ვლოცულობ ბავშვებისთვის და ყველა დაშავებულისთვის. მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“,- ნათქვამია შალვა პაპუაშვილის სამძიმრის წერილში.
ტრაგედიას ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მთავრობის სხვა წევრები.