შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „დიდი ოცეულის“ სამიტი დატოვა.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე დაგეგმილი პროგრამა დაასრულა და რუსეთში გაფრინდა.
შეგახსენებთ, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტი ჯერ არ დასრულებულა, ის 16 ნოემბერსაც გაგრძელდება.
როგორც ცნობილია, „დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეები მუშაობენ დეკლარაციაზე, რომელშიც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის დაგმობას აპირებენ. ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გააკეთა.