სერბეთში ანტისამთავრობო პროტესტი გრძელდება - ბელგრადში გამართულ სტუდენტურ აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა

სერბეთში ანტისამთავრობო პროტესტი გრძელდება

სერბეთში ანტისამთავრობო პროტესტი გრძელდება - ბელგრადში, გამართულ სტუდენტურ აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა. დემონსტრანტები ხელისუფლებას კორუფციულ ბრალდებებს უყენებენ და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

შაბათს, აქციის დაშლისას, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა: შენიღბულმა პირებმა პოლიციას ქვები, ბოთლები და ასაფეთქებელი მოწყობილობები დაუშინეს, საპასუხოდ კი სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.

მომხდარს გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი. ალექსანდრ ვუჩიჩი ამტკიცებს, რომ მარშები წინასწარ იყო დაგეგმილი, ამასთანავე, ვუჩიჩი დემონსტრანტებს დიალოგისკენ მოუწოდებს.