პრინცესა ემილი გახდა ანგელოზი ემილი... - სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება
1779652475
შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანთან შეთანხმების გაფორმებას არ ჩქარობს და რომ ირანული პორტების ბლოკადა შეთანხმების მიღწევამდე სრული ძალით გაგრძელდება. ამის თაობაზე განცხადება დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელით გაავრცელა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონისა და თეირანის ურთიერთობა ბევრად უფრო პროფესიონალური და პროდუქტიული ხდება, თუმცა მათ უნდა გაიგონ, რომ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის, ბომბის შემუშავება ან შეძენა.
„მოლაპარაკებები მოწესრიგებულად და კონსტრუქციულად მიმდინარეობს და მე ჩემს წარმომადგენლებს ვაცნობე, რომ არ იჩქარონ შეთანხმების მიღწევა, რადგან ეს დრო ჩვენს მხარესაა. ბლოკადა სრული ძალით დარჩება მანამ, სანამ შეთანხმება არ იქნება მიღწეული, დამოწმებული და ხელმოწერილი. ორივე მხარემ არ უნდა იჩქაროს და ყველაფერი სწორად გააკეთოს. შეცდომები არ შეიძლება! ჩვენი ურთიერთობა ირანთან გაცილებით პროფესიონალური და პროდუქტიული ხდება. თუმცა მათ უნდა გაიგონ, რომ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის ან ბომბის შექმნა ან შეძენა“, - წერს ტრამპი.