პრინცესა ემილი გახდა ანგელოზი ემილი... - სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება
1779652475
ეროვნულ დღესასწაულამდე 24 საათზე ნაკლები რჩება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მთავარი ღონისძიებისთვის მზადება თავისუფლების მოედანზე დასკვნით ეტაპზეა. დღეს გენერალური რეპეტიცია 10:00 საათიდან გაიმართება. თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის გარდა, რეპეტიციას გაივლიან წვევამდელები, რომლებიც 26 მაისს სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებენ და თავდაცვის ძალებს შეუერთდებიან. დედაქალაქის გარდა, წვევამდელები ფიცს საზეიმოდ დადებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, 12 ისტორიულ ადგილას.
26 მაისს, ტრადიციულად, სამხედრო სივრცეები მოეწყობა და მოსახლეობას სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა თბილისსა და 20 სხვა ქალაქში ექნება. 26 მაისს თავისუფლების მოედანზე ფიცის დადებისა და საზეიმო ღონისძიების დასასრულს, საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის საფრენი აპარატები გადაიფრენენ.