შეკრიბეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედზე
1751718062
პარიზის ხელისუფლებამ 102 წლის შემდეგ პირველად მდინარე სენაში ბანაობა ოფიციალურად დაუშვა.
სეზონის საზეიმო გახსნაზე, ათობით პარიზელი სპეციალურად მოწყობილ ზონაში და წყალში შევიდა. ისინი ამბობდნენ, რომ საფრანგეთის დედაქალაქის მთავარ მდინარეში შესვლაზე ბავშვობიდან ოცნებობდნენ.
ქალაქში ბანაობისთვის სამი სპეციალური ზონაა მოწყობილი. სხვა ადგილებში სენაში შესვლა კვლავ აკრძალულია. მდინარეში წყლის ხარისხს ყოველდღიურად შეამოწმებენ და თუ ის სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს, შეზღუდვები კვლავ ძალაში შევა.
სენაში ბანაობა 1923 წლიდან იყო აკრძალული. 2024 წლის ოლიმპიადამდე მდინარე გაასუფთავეს, რათა იქ ტრიატლონისა და ცურვის შეჯიბრებები ჩატარებულიყო. 2015 წლიდან სენაში წყლის გასაწმენდად არანაკლებ 1.4 მილიარდი ევრო იქნა გამოყოფილი.