1780585320
საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრი: შემდგომი ფინანსური ზარალის თავიდან ასაცილებლად გლობალური ენერგეტიკული სექტორის მეტი სტაბილიზაციაა საჭირო
ირანის ომით გამოწვეული მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ შემდგომი ფინანსური ზარალის თავიდან ასაცილებლად გლობალური ენერგეტიკული სექტორის მეტი სტაბილიზაციაა საჭირო.
„სიტუაცია, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ნათელს ჰფენს ერთ რამეს: მსოფლიოს სჭირდება ენერგიის ყოველი მოლეკულა და ამ ენერგეტიკული ინდუსტრიის სტაბილიზაციის ყოველი ფორმა, რადგან ენერგეტიკული უსაფრთხოების გარეშე დაიკარგება როგორც ხელმისაწვდომობა, ისე მდგრადობა“, - განაცხადა პრინცმა აბდულაზიზ ბინ სალმან ალ-საუდმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მინისტრის თქმით, მისი ქვეყანა თითოეული საუდელი მოქალაქის წინაშეა ვალდებული, რომ „რაოდენ მძიმე სიტუაციაშიც არ უნდა აღმოვჩნდეთ, ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ამ გარემოს და მაინც განვაგრძოთ საკუთარი ამბიციებისკენ სვლა“.
„ჩვენ არ გვსურდა ამ სიტუაციაში აღმოჩენა, მაგრამ რეალურად, მან უბრალოდ მოგვცა შესაძლებლობა, დემონსტრირება მოგვეხდინა ჩვენი მედეგობის, შესაძლებლობებისა და კომპეტენციის“, - დასძინა მან.










