რა მოხდა თბილისის ერთ-ერთ სკვერში - ბრალდებული დაკავებულია
1780590460
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ დობრინდტმა მხარი დაუჭირა გასაწვევი ასაკის უკრაინელი მამაკაცებისთვის დროებითი დაცვის სტატუსის ავტომატური მინიჭების გაუქმებას. ამის შესახებ მან ხუთშაბათს, ლუქსემბურგში, ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.
მინისტრები ლუქსემბურგში უკრაინელებისთვის დროებითი დაცვის დირექტივის გაგრძელების საკითხს განიხილავენ, თუმცა ამ თემაზე გადაწყვეტილების მიღება ჯერჯერობით არ იგეგმება.
„ჩვენ ამ საკითხს ასე განვიხილავთ: გვსურს დროებითი დაცვის დირექტივის მოქმედების გაგრძელება, თუმცა ეჭვი გვეპარება იმაში, უნდა ვრცელდებოდეს თუ არა ის გასაწვევი ასაკის უკრაინელებზე“, - განაცხადა მინისტრმა.
ამჟამად, უკრაინელი ლტოლვილები დროებით დაცვას შესაბამისი დირექტივის საფუძველზე იღებენ, ისე, რომ თავშესაფრის მიღების პროცედურის გავლა არ უწევთ.
ეს ცვლილება მხოლოდ იმ მამაკაცებს შეეხება, რომლებიც ევროკავშირში ახლახან შევიდნენ.