საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

აშშ

აშშ-ში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და ასობით მცხოვრების ევაკუაცია გახდა საჭირო. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ხანძრისგან თავის დასაღწევად, ადამიანები ფანჯრებიდან ხტებოდნენ.

"ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგიკული ხანძრის გამო, რომელიც 11 მაისს, ოთხსართულიან კორპუსში, კონკორდიას რაიონში, მილუოკიში მოხდა", - ნათქვამია მილუოკის სახანძრო დეპარტამენტის განცხადებაში.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება გრძელდება.