გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1790794934
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გერლენდმა განაცხადა, რომ სანქცირებული რუსი ოლიგარქის აქტივები უკრაინის დახმარებას მოხმარდება. ამის შესახებ მან უკრაინის გენერალურ პროკურორთან ანდრეი კოსტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს ვაცხადებ, რომ ავტორიზაციას ვაძლევ პირველად ისტორიაში ჩამორთმეული რუსული აქტივების უკრაინაში გამოყენებას. აღნიშნული აქტივების ჩამორთმევა მოხდა მას შემდეგ, რაც აპრილში რუს ოლიგარქს კონსტანტინ მალოფეევს სანქციებისგან თავის არიდებაში წავუყენე ბრალი“, – განაცხადა აშშ-ის გენპროკურორმა.