გაზმომარაგება 7 700 აბონენტს შეუწყდება - „თბილისი ენერჯის“ განცხადება
1749493404
რუსმა სამხედროებმა ლუგანსკის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
„მტერმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაციის ღონისძიებები დაიწყო. არსებული ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქის ტროიცკის რაიონში თანამშრომლები ოჯახებთან ერთად გასამგზავრებლად ემზადებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალები შეტევითი მოქმედებების განხორციელებას ლიმანის, ბახმუტის, ავდივისა და ნოვოპავლივის მიმართულებით ცდილობენ, მაგრამ მძიმე დანაკარგებს განიცდიან.