საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ისრაელს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები ქალაქ ღაზაში

ღაზა

საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ისრაელს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები ქალაქ ღაზაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ოპერაციები იწვევს „მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ გადაადგილებას, სამოქალაქო მსხვერპლს და სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის განადგურებას“.

სამი ქვეყნის მთავრობებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ აპირებს ღაზაზე თავდასხმების ინტენსიურად გაგრძელებას.

ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ბერლინის მიერ გავრცელდა, ხაზგასმულია „გადაუდებელი აუცილებლობა“ სამხედრო ოპერაციების შესაჩერებლად.