15 წლის შემდეგ ეყოლა ოჯახს შვილი და დააქციეს... - ავარიის დროს დაღუპულ 3 წლის ბავშვს გლოვობენ
1753560095
18 აგვისტოს მოსკოვში Starbucks-ის ყოფილი მაღაზიები ხელახლა Stars Coffee-ს სახელით გაიხსნა.- ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ Starbucks-მა რუსეთი უკრაინაში შეჭრის გამო დატოვა.
Starbucks-მა თავისი კაფეები რუსეთში, მარტში დახურა, ხოლო კომპანია რუსეთიდან მაისში გავიდა. Starbucks-ს რუსეთში 130 მაღაზია ჰქონდა და 2000 თანამშრომელს ასაქმებდა, რომელთაც სრული ანაზღაურება შემოდგომამდე უნარჩუნდებათ.
Stars Coffee-ს ლოგო Starbucks-ის მსგავსია და მასში გამოსახულია ქალი წრის ცენტრში, თუმცა ორიგინალი Starbucks-ისგან განსხვავებით მასში ქალს ტრადიციული რუსული თავსაბურავი ახურავს.