როგორი იმედი გვქონდა, რომ გადარჩებოდა... - ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ 3 წლის ბავშვს გლოვობენ
1753525396
ინდოეთში, ბიჰარის შტატში თაღლითებმა პოლიციის ყალბი განყოფილება გახსნეს და 8 თვის განმავლობაში ქრთამს იღებდნენ. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
პოლიციის ყალბი განყოფილება ადგილობრივი პოლიციის უფროსის სახლიდან 500 მეტრში მდებარეობდა. 8 თვის განმავლობაში თაღლითები პოლიციის ფორმას და იარაღს ატარებდნენ და მოქალაქეებს ქრთამს სთხოვდნენ, ვიდრე ისინი ნამდვილმა პოლიციელმა არ შენიშნა.
აღსანიშნავია, რომ თაღლითურ დაწესებულებაში სულ იმყოფებოდნენ დაქირავებული ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც დღეში 500 რუპიის სანაცვლოდ პოლიციის ოფიცრების როლებს ასრულებდნენ.
6 თაღლითი უკვე დაკავებულია, ახლა პოლიცია დაჯგუფების მეთაურს ეძებს.