ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
სანკტ-პეტერბურგის საგამოძიებო იზოლატორიდან, რუსეთის არმიაზე გავრცელებული "ფეიკების" გამო დაკავებული მღვდელი გაქრა. შემთხვევა 7 ივნისს მოხდა.
ინფორმაციას მისი ადვოკატი ავრცელებს და აცხადებს, რომ ის წინასწარი დაკავების იზოლატორში მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შესახვედრად მივიდა, თუმცა საპატიმროს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ კურმოიაროვი იქ არ იმყოფებოდა და ადვოკატს დროებითი მოთავსების იზოლატორში წასვლა ურჩიეს, თუმცა მღვდელი არც იქ აღმოჩნდა.
ადვოკატი შიშობს, რომ სასულიერო პირზე, შეიძლება, ზეწოლა მოეხდინათ, ან ეძალადათ.
იოანე კურმოიაროვი რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მსახურობდა. 2020 წელს, სოციალურ ქსელებში, მან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძარი გააკრიტიკა, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ ააშენა. ამის შემდეგ ეკლესიამ მას მსახურება აუკრძალა.
საქართველოს საპატრიარქო მრევლს აფრთხილებს
1745677403
ნონა გაფრინდაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს
1745695869