რუსეთს მთლიანი უკრაინის დაპყრობა არ შეუძლია, ხოლო უკრაინა რუსეთს 2014 წლის საზღვრებამდე ვერ წევს - მარკო რუბიო

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს მთლიანი უკრაინის დაპყრობა არ შეუძლია, ხოლო უკრაინა რუსეთს 2014 წლის საზღვრებამდე ვერ წევს.

„ეს არის ომი, რომელსაც სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. პუტინს მთლიანი უკრაინის დაპყრობა არ შეუძლია, ხოლო უკრაინა რუსეთს 2014 წლის საზღვრებამდე ვერ წევს“, - თქვა რუბიომ.

სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ერთადერთი ადამიანი დედამიწის ზურგზე, ვისაც ამ ომის დასრულება შეუძლია, არის აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.