მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
რუსი ტელეჟურნალისტი, მარინა ოვსიანიკოვა რუსეთმა ძებნილად გამოაცხადა.
რუსეთის პირველი არხის უცხოეთის ამბების რეპორტიორი, რომელმაც ჯერ კიდევ ივლისში უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესია პირდაპირ ეთერში გააპროტესტა, შინაპატიმრობიდან გაიქცა.
სამართალდამცველებს ამის შესახებ მისმა ყოფილმა ქმარმა შეატყობინა. მისი თქმით, ოვსიანიკოვა მათ ქალიშვილთან ერთად, მიიმალა.
ჟურნალისტს პროტესტის გამო 2-თვიანი შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ახლა კი მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.