ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა - აწყურთან ავარია მსხვერპლით დასრულდა
1761923411
 
                                                                გასულ ღამეს რუსეთმა სუმის ოლქზე თავდასხმა განახორციელა.
რუსებმა იერიში დასახლებულ პუნქტზე მიიტანეს. ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. დაშავდა 11 ადამიანი, მათ შორის, ოთხი ბავშვია.
„ყველა დარტყმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა. ქალაქის სხვადასხვა ნაწილში მდებარე ცხრასართულიან და ორსართულიან საცხოვრებელ შენობებზე“, – განაცხადა გუბერნატორმა, იგორ კალჩენკომ.
მისივე თქმით, იერიში ასევე განხორციელდა რკინიგზაზე, სადაც დაზიანდა ინფრასტრუქტურა, რამდენიმე შენობა.