სურსათის ეროვნული სააგენტოს საგანგებო გაფრთხილება მოსახლეობას
1755250205
რუსეთი მხარს უჭერს სომხეთის გეგმას აზერბაიჯანთან სატრანსპორტო კორიდორის შექმნაში, რომელსაც სახელად „ტრამპის მარშრუტი“ ერქმევა, - განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა.
„ამ საკითხს ჩვენ შემდეგ სიბრტყეში ვუყურებთ: სომხეთი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა, თუ სომხეთი თვლის, რომ რაღაც მისთვის კარგია, ჩვენც, რა თქმა უნდა, სომხეთს მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა ოვერჩუკმა.
„თუ ისინი ფიქრობენ, რომ ვაშინგტონში შესაბამისი დეკლარაციის ხელმოწერა უსაფრთხოების დიდ გარანტიებს აძლევს, ეს კარგია, იმიტომ რომ სამხრეთ კავკასიის მშვიდობიან პროცესებს ჩვენც მხარს ვუჭერთ“, - დასძინა ოვერჩუკმა.
მან აგრეთვე დაამატა, რომ ეს სრულად პასუხობს რუსეთის ინტერესებს.
ცნობისთვის, 8 აგვისტოს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო დეკლარაციას და სატრანსპორტო კორიდორის შექმნის გეგმას. სატრანსპორტო კორიდორს „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ ერქმევა. გეგმის თანახმად, სომხეთი აშშ-ს კორიდორის მართვას 99 წლით გადასცემს.