რუსეთის იძულება მშვიდობაზე მხოლოდ სიძლიერითაა შესაძლებელი, პრეზიდენტ ტრამპს კი ეს ძალა აქვს - ზელენსკი

ზელენსკი

რუსეთის იძულება მშვიდობაზე მხოლოდ სიძლიერითაა შესაძლებელი, პრეზიდენტ ტრამპს კი ეს ძალა აქვს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან შეხვედრაზე.

„მშვიდობის მისაღწევად ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთოთ“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

„როდესაც მშვიდობაზე ევროპის ერთი ქვეყნისთვის საუბრობენ, ეს მთელი ევროპისთვის მშვიდობას ნიშნავს. ჩვენ მზად ვართ, რომ მაქსიმალური ძალისხმევით გავაგრძელოთ მუშაობა ომის დასრულებისა და საიმედო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის საკვანძო საკითხები“, - დასძინა მან.