ტრამპმა არ გამორიცხა უკრაინაში ამერიკელი სამხედროების გაგზავნა პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების შესანარჩუნებლად

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა უკრაინაში ამერიკელი სამხედროების გაგზავნა პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების შესანარჩუნებლად.

„ამას გაგაგებინებთ, შესაძლოა, დღეს მოგვიანებით“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ევროპა მშვიდობის უზრუნველყოფაში ლიდერის როლს შეასრულებს, თუმცა აღნიშნა, რომ ამერიკაც იქნება ჩართული.

„ისინი თავდაცვის პირველი ხაზია, რადგან იქ არიან, ეს ევროპაა. მაგრამ ჩვენ მათ დავეხმარებით. ჩვენც ჩავერთვებით“, - განაცხადა მან.