მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
რუსეთი იმედოვნებს, რომ თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში შეტევის განხორციელებისგან თავს შეიკავებს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
აღნიშნული განცხადება ოფიციალურმა მოსკოვმა მას შემდეგ გააკეთა, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქურთი „ტერორისტების“ წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის შესახებ მუქარა განაახლა.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ანკარა თავს შეიკავებს ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება სირიაში ისედაც რთული სიტუაციის სახიფათო გაუარესება გამოიწვიოს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ასეთი ნაბიჯი, სირიის არაბთა რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, სირიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პირდაპირი დარღვევა იქნება და გამოიწვევს სირიაში დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას.