რას წერს სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან დაშორების შემდეგ
1778356774
რომში, ერთ-ერთ კაფეში სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაიჭრა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, დაღუპულებს შორის არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის მეგობარი, ნიკოლეტა გოლისანო.
კაფეში რომის ერთ-ერთი საცხოვრებელი კვარტლის საბჭოს წევრები იყვნენ შეკრებილნი.
57 წლის ეჭვმიტანილი მამაკაცი უკვე დაკავებულია. გამოძიების ცნობით, ის მსხვერპლთა ნაწილს იცნობდა.
იტალიის დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით დღეს მთავრობის საგანგებო სხდომას დაესწრება.