„სეტყვა იცვლება და შეიძლება უფრო საშიში და მეტი ზიანის მომტანი გახდეს“ - რა აჩვენა ორმა კვლევამ
1781020574
რომის პაპმა, ფრანცისკემ უკრაინაში ომი 1930-იანი წლების ჰოლოდომორს შეადარა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
რომის პაპმა ყველას მოუწოდა, ილოცონ უკრაინელებისთვის.
„მოდით, ვიფიქროთ წამებულ უკრაინაზე. 26 ნოემბერს აღინიშნება ჰოლოდომორის საშინელი გენოციდის წლისთავი. 1932-33 წლების შიმშილით მოსპობა, რომელიც ხელოვნურად გამოიწვია სტალინმა.
ვილოცოთ ამ გენოციდის მსხვერპლთათვის და ვილოცოთ უამრავი უკრაინელისთვის – ბავშვებისთვის, ქალებისთვის, მოხუცებისთვის, რომლებიც დღეს აგრესიის წამებით იტანჯებიან“, – განაცხადა პაპმა ფრანცისკემ.