„ახალგაზრდა გოგოა გარდაცვლილი...“ - რა ხდება ამ წუთებში მეტროსადგურ „სამგორში“
1778790858
რომის პაპმა ლეომ დაგმო ევროპაში სამხედრო ხარჯების ზრდა, რაც გასულ წელს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან ზეწოლის ფონზე, „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გაიზარდა, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
პაპმა ამ ფაქტს დიპლომატიის ღალატი უწოდა.
ლეომ, რომელმაც ბოლო კვირებში ირანის ომის კრიტიკის გამო ტრამპის რისხვა დაიმსახურა, რომში სტუდენტებს განუცხადა, რომ მსგავსი შეიარაღება არ უნდა მოიხსენიონ როგორც „თავდაცვითი ხარჯები“ და დასძინა, რომ მსოფლიო „ომებით არის დასახიჩრებული“.
„მოდით, ნუ ვუწოდებთ თავდაცვას ხელახალ შეიარაღებას, რომელიც ზრდის დაძაბულობასა და დაუცველობას, აფერხებს ინვესტიციებს განათლებასა და ჯანდაცვაში, ღალატობს დიპლომატიისადმი ნდობას და ამდიდრებს ელიტებს, რომლებსაც საერთო კეთილდღეობა არ ადარდებთ“, - განაცხადა პონტიფიკოსმა.
სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემებით, კონტინენტის მასშტაბით სამხედრო ხარჯები 2025 წელს 14%-ით გაიზარდა და 864 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომითა და ნატოს ევროპელი წევრების ხელახალი შეიარაღებით არის განპირობებული.