1746726540
რომის ახალი პაპი რობერტ პრევოსტია

რომის ახალი პაპის ვინაობა ცნობილია. რომის 267-ე პაპად რობერტ პრევოსტი არჩიეს.
მანამდე, სიქსტეს კაპელის სახურავიდან თეთრი კვამლი ამოვიდა. კარდინალებმა პონტიფიკოსი კენჭისყრის ოთხი რაუნდის შედეგად აირჩიეს.
რომის 266-ე პაპი ფრანცისკე კი, 88 წლის ასაკში 21 აპრილს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, პონტიფიკოსი რომის სანტა მარია მაჯორეს ტაძარში დაკრძალეს.