როგორ შეუძლია ირანს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება, როდესაც ის არასოდეს წასულა? - აბას არაღჩი

აბას არაღჩი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მსოფლიო ლიდერების განცხადებებს უპასუხა, რომლებმაც თეირანს აშშ-სთან და ისრაელთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდეს.

სოციალურ ქსელში X აბას არაღჩიმ დაწერა, რომ ისრაელმა და აშშ-მა დიპლომატიის „აფეთქება გადაწყვიტეს.

„ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლებს ვეკითხები. როგორ შეუძლია ირანს იქ დაბრუნება, საიდანაც არასოდეს წასულა?“, - წერს არაღჩი.

მანამდე, მოლაპარაკებების განახლებისკენ ირანს დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ევროკავშირის ლიდერებმა მოუწოდეს.

აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) განაცხადეს, რომ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ, ადგილზე რადიაციის დონე არ გაზრდილა.