რობერტ ფიცომ უკრაინას მოუწოდა, ღია იყოს ტერიტორიულ ცვლილებებთან დაკავშირებული დისკუსიისთვის

რობერტ ფიცო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უკრაინას მოუწოდა, ღია იყოს ტერიტორიულ ცვლილებებთან დაკავშირებული დისკუსიისთვის, რაც, მისი აზრით, აუცილებელია რუსული აგრესიის შესაჩერებლად შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად.

სლოვაკეთის პრემიერის აზრით, „უკრაინაში ტერიტორიული ცვლილებების განხილვის გარეშე, ადგილიდან არ დავიძვრებით“ მშვიდობიანი მოგვარების საკითხში.

„სკეპტიკურად ვარ განწყობილი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების მიმართაც, თუ ომის დასრულების პირობებზე მოლაპარაკებები ჩვენი სცენარით არ წავა“, - განაცხადა მან, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა „ჩვენს სცენარში“.

ფიცომ აღნიშნა, რომ მხარს უჭერს მშვიდობის რაც შეიძლება მალე დამყარებასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ ამტკიცებს, რომ ის ვერ გაწევრიანდება ნატოში.