ახალი თაღლითური სქემა, ბანკომატების გამოყენებით
1756844042
ნორვეგიაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ლიდერის პოზიციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის იონას გარ სტორეს „ლეიბორისტული“ პარტია ინარჩუნებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 169-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მოსაპოვებლად, სულ მცირე, 85 მანდატია საჭირო.
ბიულეტენების 99%-ის დათვლის შედეგების მიხედვით, ლეიბორისტებს 87 მანდატი ერგებათ.
როგორც Reuters-ი წერს, „მემარცხენე“ მმართველი ძალის გამარჯვების მიუხედავად, ორშაბათს გამართულ არჩევნებზე არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა პოპულისტურმა „პროგრესის“ პარტიამ, რომელიც ანტისაიმიგრაციო შეხედულებებით არის ცნობილი. მას ახალი მოწვევის პარლამენტში 48 მანდატი ერგო, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ოთხი წლის წინ.